понедельник, 30 июня 2014 г.

აღმზრდელობითი მუშაობა

სპექტაკლი ნ.დუმბაძის მოთხრობის "სისხლის" მიხედვით.

მონაწილეობენ სსიპ ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფ. პირველი ობჩის გ. გეწაძის სახელობის საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეები

დამრიგებელი და სპექტაკლის ხელმძღვანელი: მარინა კუტალაძე
2013–2014 სასწავლო წელი



სასწავლო პროექტი

პროექტის სახელწოდება: სულხან–საბა ორბელიანის ცხოვრება და შემოქმედება

პროექტის მიზანი: მოსწავლეების მიერ სულხან–საბა ორბელიანის ცხვრებისა და შემოქმედების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება.

მოსალოდნელი შედეგი: პროექტის მონაწილეები გარდა სახელმძღვანელოში მოცემული ინფორმაციისა სხვა წყაროების მეშვეობით უფრო ვრცლად შეისწავლიან მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.

პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად. თოთოეული ჯგუფი შესასწავლად აირჩევს სულხან–საბას ცხოვრებისა და მოღვაწეობის ერთ რომელიმე პერიოდს ან მისი მოღვაწეობის ერთ–ერთ სფეროს. ნაკვლევ მასალას წარმოადგენენ საინფორმაციო მოხსენების სახით. მიუხედავად იმისა,რომ ისინი ცალ–ცალკე ჯგუფებად იმუშავებენ, მოუწევთ ერთიანი პრეზენტაციის შექმნა და ერთობლივად წარსდგებიან აუდიტორიის წინაშე. პრეზენტაციას დაესწრებიან არამარტო ამ კლასის მოსწავლეები არამედ უბრალოდ დაინტერესებული პირებიც.

მონაწილეთა ასაკი: 15 წელი

ვადები,ხანგრძლივობა: კვლევის მოსამზადებლად თითოეულ ჯგუფს მიეცემა ერთი კვირა. ერთობლივად მუშაობისთვის ორი დღე. პრეზენტაციისთვის გამოიყენებენ "power point"-ს.

საჭირო რესურსები: ინტერნეტი, სხვადასხვა სამეცნიერო წყაროები,სახელმძღვა–
ნელოები,პროექტორი.

პროექტის ხელმძღვანელი: მარინა კუტალაძე, სსიპ ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი ობჩის გ.გეწაძის სახელობის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი.

პროექტის ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:  marinakutaladze@gmail.com     marinakutaladze@yahoo.com

вторник, 10 мая 2011 г.

ადამიანი და ბუნება









          1.პროექტის სახელწოდება: "ადამიანი და ბუნება".
          2.პროექტის მთავარი იდეა: მხატვრული ნაწარმოებების საშუალებით ბუნების მოფრთხილების აუცილებლობის გაცნობიერება.
            3.პროექტის აქტუალობა: დღევანდელი რთული ეკოლოგიური ვითარების ფონზე ბავშვებმა კარგად უნდა გაიაზრონ რა ზიანი შეიძლება მიადგეს გარემოს ადამიანის უდიერი მოპყრობით.
            4.პროექტის მიზნები: პროექტის მონაწილეები იმსჯელებენ ვაჟა- ფშაველას მოთხრობების: ''ია''  ''მთის წყარო'',  ''შვლის ნუკრის ნაამბობის'' მიხედვით, თუ როგორ შეუძლია ადამიანს ზეგავლენა მოახდინოს ბუნებაზე როგორც დადებითი, ისე უარყოფითი კუთხით. მოსწავლეები უკეთ გაიაზრებენ რატომ არ შეიძლება ტყის გაჩეხვა ან ცხოველების დახოცვა. ბავშვები უშუალოდ აღიქვამენ შვლის ნუკრის ტრაგედიას, ან მთის წყაროს საწუხარს.
            5.მონაწილთა ასაკი: 13 წელი.
          6. პროექტის ვადები/ხანგრძლივობა: პროექტის მომზადება 2 დღე. პროექტის მიმდინარეობა 1 სათი.
            7. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: სახელმძღვანელო-
ები, კომპიუტერი.
          8.პროექტის მსვლელობა: ჯგუფის ლიდერები წარადგენენ პროექტს აუდიტორიის წინაშე, იმსჯელებენ რა სახის პრობლემებია ვაჟა –ფშაველას აღნიშნულ ნაწარმოებებში გააზრებული.
            9.ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მოსწავლეებს გააზრებული კითხვისა და ზეპირმეტყველების საშუალებით უვითარდებათ კრიტიკული აზროვნების უნარი,  ეჩვევიან დისკუსიას.
            10.პროექტის ხელმძღვანელი/მასწავლებელი: მარინა კუტალაძე.
            11.პროექტის ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: Marinakutaladze @ gmail.com
ტელეფონის ნომერი: 891279973.