вторник, 10 мая 2011 г.

ადამიანი და ბუნება









          1.პროექტის სახელწოდება: "ადამიანი და ბუნება".
          2.პროექტის მთავარი იდეა: მხატვრული ნაწარმოებების საშუალებით ბუნების მოფრთხილების აუცილებლობის გაცნობიერება.
            3.პროექტის აქტუალობა: დღევანდელი რთული ეკოლოგიური ვითარების ფონზე ბავშვებმა კარგად უნდა გაიაზრონ რა ზიანი შეიძლება მიადგეს გარემოს ადამიანის უდიერი მოპყრობით.
            4.პროექტის მიზნები: პროექტის მონაწილეები იმსჯელებენ ვაჟა- ფშაველას მოთხრობების: ''ია''  ''მთის წყარო'',  ''შვლის ნუკრის ნაამბობის'' მიხედვით, თუ როგორ შეუძლია ადამიანს ზეგავლენა მოახდინოს ბუნებაზე როგორც დადებითი, ისე უარყოფითი კუთხით. მოსწავლეები უკეთ გაიაზრებენ რატომ არ შეიძლება ტყის გაჩეხვა ან ცხოველების დახოცვა. ბავშვები უშუალოდ აღიქვამენ შვლის ნუკრის ტრაგედიას, ან მთის წყაროს საწუხარს.
            5.მონაწილთა ასაკი: 13 წელი.
          6. პროექტის ვადები/ხანგრძლივობა: პროექტის მომზადება 2 დღე. პროექტის მიმდინარეობა 1 სათი.
            7. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: სახელმძღვანელო-
ები, კომპიუტერი.
          8.პროექტის მსვლელობა: ჯგუფის ლიდერები წარადგენენ პროექტს აუდიტორიის წინაშე, იმსჯელებენ რა სახის პრობლემებია ვაჟა –ფშაველას აღნიშნულ ნაწარმოებებში გააზრებული.
            9.ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მოსწავლეებს გააზრებული კითხვისა და ზეპირმეტყველების საშუალებით უვითარდებათ კრიტიკული აზროვნების უნარი,  ეჩვევიან დისკუსიას.
            10.პროექტის ხელმძღვანელი/მასწავლებელი: მარინა კუტალაძე.
            11.პროექტის ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: Marinakutaladze @ gmail.com
ტელეფონის ნომერი: 891279973.

Комментариев нет:

Отправить комментарий